Saturday, February 27, 2016

ნარჩენები არ არის ტოლი ნაგავის!
ყველაზე ნათელი გამოხატულება იმისა, თუ რა ხდება დღეს ნარჩენების მართვის კუთხით საქართველოში, არის ნაგავსაყრელები. ყველა სახეობის ნარჩენი
განურჩევლად ხვდება ნაგავსაყრელ პოლიგონებზე მაშინ, როცა მისი დიდი ნაწილის გადამუშავებაა შესაძლებელი. არც ნაგავსაყრელებზე მოხვედრილი ნარჩენების
მოვლა-პატრონობა ხდება სათანადოდ, რითაც დიდი ზიანი ადგება გარემოს და ადამიანების ჯანმრთელობას. თუმცა, ასეთი არასახარბიელო მდგომარეობისა და

პრობლემის სიმწვავის მიუხედავად, ნარჩენების მართვის სფეროში მნიშვნელოვანი და სასარგებლო ძვრები არ შეინიშნება. საქართველოში, სადაც 63 ნაგავსაყრელია, მხოლოდ ორია სანიტარული ნაგავსაყრელი, რომლებიც შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. ქვეყანაში მათ გარდა, უამრავი უკანონო ნაგავსაყრელებია. ზედმეტია საუბარი რაიმე სტანდარტებთაბთან შესაბამისობაზე. რეგიონებში, მცირე მუნიციპალიტეტებში ამ სახის მომსახურება, ძალიან მცირე პროცენტს, დაახლოებით, 30-40 პროცენტს მიეწოდება. რეგიონების მოსახლეობა საყოფაცხოვრებო ნარჩენებს ხევებსა და ზოგჯერ პირდაპირ მდინარეშიც კი ყრის. ადამიანებისთვის, რადგან ხელმიუწვდომელია ნარჩენების მართვის სისტემის მომსახურეობა საცხოვრებელი ადგილებიდან იშორებენ ნარჩენებს და ნებისმიერ ადგილას ყრიან. ასე წარმოიქმნება სტრიქიური ნარჩენები. დღეს, კახეთში ნაგავსაყრელები სერიოზული დაბინძურების წყაროს წარმოადგენს.

მადლობა ყურადღებისთვის!
ავტორი-სალომე ზათიაშვილი




















მე ვარ სალომე ზათიაშვილი 14წლის,ვცხოვრობ საქართველოში კერძოდ:ყვარლის მუნიციპალიტეტ სოფელ: ენისელში. იმედია მოგეწონებათ ჩემი ბლოგი https://www.facebook.com/gruzin.bezsmertni